ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

 

ჩვენი პროექტი ახალგაზრდაა, ისევე როგორც ბაზარი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. ის ძალიან სპეციფიკურია და რამოდენიმე მეცნიერებას ეყრდნობა. ჩვენს მიერ  ჩამოყალიბდა პროფესიონალთა უნიკალური გუნდი,  რომელიც იზრუნებს აღნიშნული სფეროს განვითარებასა და  წარმატების მიღწევაზე.

ჩვენი კომპანია იყენებს მაღალტექნოლოგიურ დრონებს და უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც აწყობილია და მორგებულია ჩვენი ქვეყნის  მრეწველობასა და სოფლის მეურნეობის საჭიროებებზე.

კომპანია დაკომპლეტებულია  სერტიფიცირებული, გამოცდილი და საქმეზე ორიენტირებული სპეციალისტებით.

ყოველივე ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავიზიაროთ დასავლური კომპანიების წარმატებული გამოცდილება სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში დრონებისა და უპილოტო აპარატების გამოყენებით.

დრონის ტექნოლოგიის გამოყენებით შეგიძლიათ დაზოგოთ დრო, ფული და ენერგია. ასევე  მიიღოთ მნიშვნელოვანი უპირატესობა მცენარის დამუშავების ტრადიციულ ხერხებთან მიმართებაში.